რუსთავის სკოლებში არდადეგები გამოცხადდება

2021-04-10 11:55:52

4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდება და არდადეგები გამოცხადდება.

იქიდან გამომდინარე, რომ სააღდგომოდ, დასვენების დღეები საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30 აპრილიდან იწყება, ხოლო 12 მაისიც დასვენების დღეა, სკოლები სწავლას 30 აპრილს შეწყვეტენ და 13 მაისს განაახლებენ.

4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI