სამეფო ოჯახის განცხადება

2021-04-09 15:45:06

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახი ავრცელებს.

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით უინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.