მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში Facebook-ი და instagram-ი შეფერხებით მუშაობს.
მომხარებლები, რომელთაც აპლიკაციებზე წვდომისას პრობლემები შეექმნათ წერენ, რომ ვერ ახერხებენ აპლიკაციებზე შესვლას, ან თუ შედიან ვერ აახლებენ სიახლეების ველს.
ორივე აპლიკაციის მფლობელი კომპანა Facebook-ია, სადაც შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე, სადაც მომხმარებლები ევროპის, ამერიკისა, აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან წერენ, რომ ისინი აპლიკაციებს ვერ იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ჩნდება Facebook-ის აპლიკაციებზე პრობლემები. კომპანიის მფლობელობაში რამდენიმე აპლიკაცია მწყობრიდან ბოლოს მსოფლიო მასშტაბით 19 მარტს გამოვიდა.