ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პირები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არ მქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე თავშესაფრის მაძიებელი პირები.
რაც შეეხება კერძო დაზღვევას, ამის მიუხედავად, გარკვეული სტატუსის პირებს, სრულიად, თანაგადახდის გარეშე ეკუთვნით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურება.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან: საპენსიო ასაკის პირები; (0-5) წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, სტუდენტები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები; მიზნობრივი ჯგუფები: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, სახალხო არტისტები, პედაგოგები და სხვა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, მათი შემოსავლის მიუხედავად.
ამასთან ერთად, განსაზღვრულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შემდეგი სტატუსები, რომელიც ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც კერძო დაზღვევის პაკეტი არ აქვთ და ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდას. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან: პირები, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა; 6-დან 17 წლის ასაკის პირები; წლიური 40 000 -ზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები; თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე და სხვა პირები.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ოთხი სტატუსის მქონე პირები გაიუქმებენ კერძო დაზღვევას, პირველი 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ მინიმალური პაკეტით, რის შესახებაც დეტალებს მათ უკვე სამედიცინო დაწესებულება მიაწვდით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ეს ადამიანი უკვე ისარგებლებს შესაბამისი სტატუსის მომსახურებით.
ასევე ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათასი და მეტია, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ და მომსახურების მიღება შემდეგი კომპონენტების ფარგლებში შეეძლებათ: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება; ინფექციური დაავადებების მართვა.