საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2017 წლის ბიუჯეტი განიხილეს. სხდომაზე რუსთავის მერიის ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუსმინეს. 2017 წლისთვის განზაღვრული ბიუჯეტიდან, ყველაზე მეტი თანხა „ინფრასტრუქტურის“ „უზრუნველყოფის“ „დასუფთავების“ „რუსთავის კორპუსის“ და „საფინანსო საბიუჯეტო“ სამსახურებისთვის გამოიყო. სამსახურის ხელმძრვანელებმა და კომისიის წევრება, თანხების გადანაწილებასა და ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის მამუკა მიქაუტაძის განცხადებით, ძირითადი შენიშვნები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. დაამტკიცებს თუ არა საკრებულო სამსახურებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 25 ნოემბერს გაირკვევა. ასევე ცნობილია რომ წელს პრემიებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირება იგეგმება. შრომის ანაზღაურება 2016 წელთან შედარებით 3% -ით დაიკლებს.