რუსთავში გოგო ბინაში უგონო მდგომარეობაში ნახეს

2021-04-08 00:13:00

რუსთავში გოგო ბინაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამე გოგო სააკაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ახალგაზრდა ქალი მალევე გადაიყვანეს ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთერთმა მეზობელმა განუცხადა, ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, ხელოსანს კი სავარაუდოდ დაავიწყდა გაზის მილი წყლის გამაცხელებელზე მიერთება, საიდანაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

ფოტო არ ასახავს რეალობას.