კაცი მდინარეში გადახტა და გარდაიცვალა

2021-04-07 15:03:54

ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან 35 წლის მამაკაცი მდინარეში გადახტა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის საშველად მდინარეში მეორე მოქალაქეც გადახტა, თუმცა მან კაცის გადარჩენა ვერ შეძლო.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს 35 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

საშველად გადამხტარი მოქალაქე კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.