ხობის მუნიციპალიტეტში, ყორათის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაცვის სამსახურის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავის" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: "გურიანიუსი"