მაშველებმა სამძებრო-სამუშაოების ჩატარების დროს მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დრომდე მიმდინარეობს მე-4 პირის სამძებრო სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.