თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შესაძლო შეწყვეტაზე დასმულ კითხვას კი უპასუხა, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა უკიდურესი გადაწყვეტილება იქნება და ამ ეტაპზე არაა დაგეგმილი.
„ბაღების და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების ფონზე.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება კითხვას საჭიროების შემთხვევაში, რომელია ყველაზე ეფექტური შეზღუდვა ეპიდვითარების კონტროლისთვის უპასუხა, რომ ერთ-ერთ ასეთი ეფექტური ეპიდემიოლოგიური ღონისძიება ღამით გადაადგილების შეზღუდვაა.
„ყველაზე ეფექტური რაც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიის კონტროლს ეს ღამით მოძრაობის შეზღუდვაა. ეს არის ძალაში და უნდა დარჩეს, თუმცა აღსრულება უნდა გაძლიერდეს. შემდეგი ეფექტური საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მობილობის მოდიფიცირება.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.