ავარია რუსთაველის ძეგლთან (ვიდეო)

2017-07-11 00:36:30

ავტოსაგზაო შემთხვევა შოთა რუსთაველის ძეგლის წრესთან დაახლოებით 24 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი რომელიც შარტავას გამზირზე მოძრაობდა საჭე ვერ დაიმორჩილა და წრეზე, შემაკავებელ ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მძღოლი დაშავდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 30 წლამდე ქალი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ნახეთ ვიდეო.