ძმები მოკლეს

2021-04-04 17:48:09

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში 2 მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან და ისინი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება 109 -ე მუხლით მიმდინარეობს.