სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მოქალაქე აივანზე გასასვლელად საშვის აღებას ითხოვს.
[ვიდეო/video]
მთავრობის სტარტკომის განცხადებით, გავრცელებული სატელეფონო საუბარი არის ყალბი და მოქალაქეებს ე.წ. კომენდანტის საათის დროს აივანზე გასასვლელად არანაირი ნებართვის აღება არ სჭრიდებათ.
"სოციალურ ქსელში გავრცელა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს",- ნათქვამია განცხადებაში.