საცხოვრებელ ბინაში გაზის აფეთქებას ქალი ემსხვერპლა

2021-04-04 15:01:30

ლილოს დასახლებაში, ბინაში გაზის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

გარდაცვლილი 65 წლის ქალია, რომელმაც აფეთქების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური ეკიპაჟი.

მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუირება განახორციელეს.