ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაგომის მთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.