"არ ვიცი ვისი სტუმარი იყო, მაგრამ სტუმარი ღვთისაა"

2021-04-03 19:04:21

"არ ვიცი ვისი სტუმარი იყო ბატონი პოზნერი, მაგრამ სტუმარი ღვთისაა", - ასე შეაფასა პარლამენტარმა ელისო ბოლქვაძემ საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი.

როგორც მან "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პოზნერი ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ კერძო ვიზიტით იყო.

"პოზნერი არ იყო ოფიციალური ვიზიტით და საერთოდ, მეორე დღეს გავიგე მე მისი ვიზიტის შესახებ. კოვიდრეგულაციების დარღვევა ეს არავის არ ეპატიება, კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს თანასწორი. რაც შეეხება სტუმარს, მე არ ვიცი ვისი სტუმარი იყო ბატონი პოზნერი, მაგრამ სტუმარი ღვთისაა. მე ვიცი, რომ არ იყო ეს პოლიტიკური ვიზიტი. რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, მგონია, რომ ძალიან ბევრი აჟიოტაჟი შეიქმნა და ბევრმა პარტიამ, ოპოზიციამ ისარგებლა ამ ვიზიტით და ამიტომ, მიჭირს მე ამაზე ღრმა ანალიზის გაკეთება. თუმცა, მე გეუბნებით კიდევ ერთხელ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური ვიზიტი და ეს იყო კერძო ვიზიტი", - განაცხადა ბოლქვაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები