როდის განათდება იაღლუჯზე ჯვარი.

2016-11-21 13:59:09

იაღლუჯის მთაზე აღმართული ჯვარი ნახევრად ჩამქრალია. „უზრუნველყოფის“ სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, განათება რამდენიმე დღის წინ დაზიანდა, თუმცა უამინდობის გამო შესაბამისი ტექნიკის იაღლუჯზე ასვლა და სისტემის შეკეთება ვერ მოხერხდა. ზაზა კუპატაძე იმედოვნებს რომ სამუშაოების ჩატარება დღეს იქნება შესაძლებელი და ჯვარი სრულად განათდება. ამ წუთებში, უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, მეგობრობის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებზე განთავსებული დეკორატიული განათებების შეკეთება  მიმდინარეობს.