გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

2021-04-03 12:51:19

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.

ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

სამედიცინო დაწესებულებაში მის მდგომარეობას თავიდანვე მძიმედ აფასებდნენ, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდნენ.

ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის 26 მარტს გახდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.

დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მის შემოქმედებას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორებიცაა "სამოსელი პირველი", "ბრმადყოფილზე, და...", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და ა.შ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები