ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია

2021-04-03 11:46:53

"სინოფარმის" ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია.

ამ დროისთვის ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არა აქვს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმოსგან ავტორიზაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველად კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო.