ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2021-04-03 11:00:57

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევა 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.