თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში ჩეჩნებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. [video/ვიდეო]
თურქული მედიის ცნობით, ორმხრივი სროლის დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი რესტორნის წინ დაიწყო, რასაც შემდეგ სროლა მოჰყვა.
სამართალდამცველები ამ დროისთვის იმ პირებს ეძებენ, რომლების შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ინფორმაციას hurriyet.com ავრცელებს.