რუსთავში, მე-18 სკოლის 638 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მაღალი კალსის მოსწავლისათვის კოვიდ19-ის დადასტურება გახდა.
"მე-18 სკოლაში დაუფიქსირდა მოსწავლეს და ქართული სექტორი გადადის 2 კვირით დისტანციურ სწავლებაზე. აზერბაიჯანულ სექტორს შეხება არ აქვს მათთან და ისინი ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძობენ სწავლას. კოვიდ19 დაუფიქსირდა მაღალი კლასის მოსწავლეს, შესაბამისად კონტაქტი იყო მრავლობითი, ბევრი მასწავლებელი შედის კლასში და ამიტომ", - განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა.
"ინფო რუსთავი" სკოლის დირექტორს, ნატალია ჯავახიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებული მე-7 კლასის მოსწავლეა.
როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მოსწავლეები ონლაინ 16 აპრილის ჩათვლით ისწავლიან.