რა იცვლება პირველი აპრილიდან მძღოლებისთვის

2021-04-01 11:53:06

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა.

რაც შეეხება სანქციას, აღნიშნული დარღვევა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევად ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ფულადი სანქცია ამ დარღვევაზე 250 ლარია. ამ თანხით, მძღოლები იმდენჯერ დაჯარიმდებიან, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებენ.