ცვლილება მინისტრთა კაბინეტში

2021-04-01 11:15:13

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი მინისტრები წარადგინა.

ღარიბაშვილის თქმით, ახალი ხელმძღვანელი პირები იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს ეყოლება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება.

ხუციშვილმა აღნიშნულ პოსტზე მაჭავარიანი ჩაანაცვლა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ივანე მაჭავარიანმა გუშინ დატოვა. მას პოსტი 2018 წლიდან ეკავა.

ასევე, თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ. ის ჰააგაში მიემგზავრება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.