ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2021-03-31 23:30:57

ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.

გონიოში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაეკიდა. სახლიდან დროულად გამოსვლა მოახერხა 50 წლამდე მამაკაცმა, ხოლო 40 წლამდე ქალი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით ქალი ღუმელს ანთებდა რა დროსაც ნავთი სხეულზე გადაესხა და ცეცხლი წაეკიდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ფოტო არ ასახავს რეალობას