საქართველოში პირველად ტრანსი ქალის გენდერი სამართლებრივად აღიარეს.
ტრანსი ქალის მოთხოვნა, რომ გენდერის შესახებ დოკუმენტში ჩანაწერი მამრობითიდან მდედრობითით შეეცვალა, დაკმაყოფილდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს.
"ეს არის პრაქტიკა, რომელსაც არ აქვს საკანონმდებლო საფუძველი და ადმინისტრაციული მექანიზმი ამის არ არსებობს. იუსტიციის სამინისტრო აქამდე აჟღერებდა ზეპირად, რომ ადამიანი თუ ჩაიტარებს ოპერაციას, მის გენდერს სამართლებრივად ვაღიარებთო. ამ კონკრეტულ სიტუაციაში დადასტურდა, უბრალოდ, ეს პრაქტიკა, მაგრამ არსად წერია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიცვლება სქესის მარკერი და შეგვეძლო, მხოლოდ ზეპირად წარმოგვედგინა, რასაც სამინისტრო ამბობდა", — აცხადებს WISG-ის იურისტი, ქეთი ბახტაძე.
ორგანიზაცია ამჟამად ელოდება გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორი ქართველი ტრანსი კაცის საქმეზე.