ზუგდიდში, მატარებლის შეჯახების შედეგად, ქალმა ფეხი დაკარგა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ ექიმები.
„112-ის მიერ შემოყვანილია ასაკოვანი ქალი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკით. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა", - აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი, დაახლოებით, 85 წლისაა.
ფოტო: ლაივპრესი