პოზიციასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები დასრულდა.
შეხვედრების მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა: მე წარმოვადგინე შემდეგი წინადადებები თუმცა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო. იყო წინადადებები რომელიც ეხებოდა საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმას, ძალაუფლების გადანაწილებას და ეს გაგრძელდება შემდეგშიც. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისზე. კომპრომოსი არის სიძლიერე და არა სისუსტე. კომპრომისები საჭიროა რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. სამწუხაროდ მაგიდასთან არ იყო იმის მზაობა რომ კოპრომისზე წასულიყო რომელიმე მხარე. მე მოვახსენე მიშელს რა სიტუაცია იყო და სწორედ ახლა ის გადაწყვეტს რა მოხდება შემდეგში და როგორ გაგრძელდება ურთიერთობა. ევროკავშირი მზად არის რომ საქართველოს დაეხმაროს. დიდი მადლობა.