ავიაბილეთები 49 ევროდან

2021-03-29 11:28:02

Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს დღეიდან შეუდგება და ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით მოახდენს.

ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 49 ევროდანაა. AnadoluJet თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.

ცნობისთვის, Turkish Airlines-ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა AnadoluJet 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.