მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა

2021-03-28 23:26:04

ავტოსაგზაო შემთხევვა გომბორის უღელტეხილზე.

არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზიდან გადავარდა.

ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, მათი გადაყვანა თელავის საავადმყოფოში მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.