ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დროებით გადაიწევს

2021-03-27 15:20:06

ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით გამონაკლისი დღეს, 28 მარტს იმოქმედებს.

საუბარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ღამის 1-ელ საათამდე გადაადგილების უფლება ენიჭებათ.

საქართველოს ნაკრების შეხვედრა ესპანეთთან 20:00 საათზე იწყება. აღნიშნულ მატჩზე გულშემატკივართა 30% იქნება დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ მატჩთან დაკავშირებით გადაიწევს თბილისში ტრანსპორტის მუშაობის დროც. თბილისის მეტრო და მიკროავტობისები მგზავრებს 01:00 საათამდე მოემსახურებიან.

რაც შეეხებათ რუსთაველ მგზავრებს, მათ შინ დაბრუნება საკუთარი ავტომობილებით მოუწევთ. როგორც კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, მატჩის დასრულების შემდეგ, მიკროავტობუსები თბილისიდან რუსთავის მიმართულებით არ იმოძრავებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები