მაია ასათიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ტოვებს, ამის შესახებ ტელეწამყვანმა ვიდეო რგოლში განაცხადა. [ვიდეო/video]
"დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია", - ყვება ვიდეო რგოლში მაია ასათიანი.
ვიდეოს ჩაწერის დროს ტელეწამყვანმა ცრემლებისგან თავი ვერ შეიკავა.
შეგახსენებთ რომ "რუსთავი 2"-ში რამდენიმე დღის წინ რეორგანიზაცია გამოცხადდა. რამდენიმე გადაცემა დაიხურა, ხოლო "კომედი ჯგუფი" კი ტელეკომპანია "ფორმულაზე" გადავიდა.