ავტომობილი და მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

2021-03-24 13:48:16

ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი და ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა ქალი, რომელიც უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.