ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-03-23 23:50:56

ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა ექიმებს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.