სპეცოპერაცია ფონიჭალაში

2021-03-23 18:38:43

ფონიჭალაში, სპეცოპერაცია ჩატარდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 30 წლამდე მამაკაცი ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, მისი კუთვნილი ავტომობილიდან კი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. სამართალდამცავებმა მამაკაცისა და ავტომობილის ჩხრეკის შემდეგ მისი საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მამაკაცის სახლის ჩხრეკას ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა და ხმაური მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.