მოკლე ჩართვამ საგამოცდო პროცესი მცირედით შეაფერხა

2017-07-07 18:56:58

ქვემო ქართლის საგამოცდო ცენტრში დღეს ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ამის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. პრობლემა რეგისტრაციის შემდგომ, გამოცდის დაწყებამდე იყო, თუმცა მალევე მოგვარდა და საგამოცდო პროცესი ყველა სექტორში ერთდროულად 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ზოგადი უნარების პირველ და მეორე სესიაზე რუსთავში 16-16 აბტურიენტი არ გამოცხადდა, იყო დაგვიანების 1 შემთხვევაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვა საგნებში შემდეგ დღეებში ჩატარდება:

10-11 ივლისი - ინგლისური ენა

 

10-11 ივლისი - რუსული ენა

 

10 ივლისი - ფრანგული ენა

 

11 ივლისი - გერმანული ენა

 

12 ივლისი - გეოგრაფია

 

13 ივლისი - მათემატიკა

 

14 ივლისი - ლიტერატურა

 

17 ივლისი - ისტორია

 

18 ივლისი - ბიოლოგია

 

19 ივლისი - ქიმია

 

25 ივლისი - სამოქალაქო განათლება

 

26 ივლისი - ფიზიკა

 

26 ივლისი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

27 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.