ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდას, რის გამოც მინისტრი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს.
"მესამე ტალღა არის მოსალოდნელი და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებული, ჩვენ გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოსახლეობისთვის არის ცნობილი. პირველ რიგში ვგულისხმობ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და პირადი ჰიგიენის დაცვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური გზა",- განაცხადა ტიკარაძემ.