2021-03-23 14:59:44
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
მინისტრმა AstraZeneca-ს ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში, 15:00 საათზე საჯაროდ გაიკეთა.
მოგვიანებით მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება.