"მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები"

2021-03-23 12:54:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარკვეულ გამკაცრებებზე იფიქრებენ, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია შენარჩუნებული არ იქნება.

"დღეს დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე. ორშაბათის რეკომენდაციებშიც დაავადებათა კონტორილის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, რაც ეხება პირბადეებს, დისტანციას, შეკრებებ და ა.შ. იმიტომ რომ, თუ ჩვენ ამ რანგის ეპიდსიტუაციიით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით ავცდებით მესამე ტალღას. თუ ჩვენ გვექნა ტენდენცია ზრდისა, ანუ გაუარესებისა ეპიდსიტუაციის, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები, პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი, ის რაც დაწესებულია და შემდეგ ვიფიქროთ უკვე სხვა საკითხებზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.

"გაჩნდა ბოლო დღეებში გარკვეული ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 000 ტესტზე არის 528 შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2,53%-ზე. თუმცა 7 და 14-დღიან დადებითობის მაჩვენებელში ჯერჯერობით გვაქვს სტაბილურობა", - განაცხადა მან.