საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა

2021-03-22 15:32:43

საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსზე. ამის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქციანა იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის.

დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.