"არსად წასვლას არ ვაპირებ"

2021-03-22 11:46:10

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მითუმეტეს პოლიტიკიდან.

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ",- განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

გახარიას თქმით, მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, ამის მიზეზი ქართული ოცნების გუნდში ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა იყო.