კახეთის გზატკეცილზე საპროტესტო აქციის "პროტესტი საწვავის ფასებს" მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც მოხდა დაპირისპირება.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 7 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში საავტომობილო მსველობა მოაწყეს და საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს.