"შენი ცვლილება იწყება აქ" - რუსთავში " Royal Fitness - როიალ ფიტნეს"-ის ფილიალი გაიხსნა. ®
ფიტნეს კლუბი, რომელმაც უკეთესობისკენ უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და ახალი სიტყვა თქვა ქართულ ფიტნესში, საკუთარი სხეულის საუკეთესო ვერსიის შექმნაში ახლა რუსთაველებს დაეხმარება.
სპორტულ დარბაზს, რომელიც შარტავას 12 ა-ში იფუნქციონირებს, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში კონკურენტი არ ჰყავს.
საოცრად კომფორტული, თქვენზე მორგებული გარემო, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სატრენაჟორო დანადგარები, მრავალფეროვანი მომსახურება, გემოვნებიანი ინტერიერი და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომლებიც თქვენი სურვილების ახდენაში დაგეხმარებიან - ესაა მცირედი ჩამონათვალი იმ ყველაფრისა, რაც "როიალ ფიტნესში" დაგხვდებათ.
უფრო კონკრეტულად, სპორტული დარბაზის მომხმარებელს საშუალება ექნება დაკავდეს:
ფიტნესით;
კრივით;
აერობიკოთ;
სტეპ აერობიკით;
ზუმბათი;
ბოქსფიტით;
ტაბატათი;
კარდიო ვარჯიშებით;
მთლიანი სხელის ფუნქციონალური ვარჯიშებითა და სტრეჩინგით.
ასევე, ფიტნეს კლუბში შეგიძლიათ აიყვანოთ პერსონალური მწვრთნელიც, რომელიც როგორც თქვენს ვარჯიშზე, ისე კვების რაციონის შედგენაზე იზრუნებს.
რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, უნდა აღინიშნოს, რომ ფიტნეს კლუბში საკმაოდ ხელმისაწვდომია ფასები. კერძოდ:
ულიმიტო აბონიმენტი - 80 ლარი;
ულიმიტო აბონიმენტი 09-დან 16:00 საათამდე - 60 ლარი;
კვირაში 3 დღე - 60 ლარი;
პერსონალური მწვრთნელი - 200 ლარი;
დარბაზში მოქმედებს ფიტ ფასიც.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 598 19 00 05.
ფიტნეს კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოსახვედრად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.