ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-03-20 15:33:16

წნორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი საკუთარი ავტომობილიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მეორე ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსა.

თუმცა, ექიმების თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.