20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
World Happiness Report-მა კი მსოფლიოში 2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე კვლავ ფინეთია, რომელიც უკვე 4 წელია პირველობას არ თმობს.
რაც შეეხება საქართველოს, წინა წელთან შედარებით ქვეყანამ სიაში 117 ადგილიდან 108-ზე გადმოინაცვლა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამ სიაში ყველა მეზობელი ქვეყანა ასწრებს. 72-ე ადგილზეა რუსეთი, 86-ზე სომხეთი, 90-ზე აზერბაიჯანი, 104-ზე თურქეთი.
ასე გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული.
1. ფინეთი
2. ისლანდია
3. დანია
4. შვეიცარია
5. ნიდერლანდები
6. შვედეთი
7.გერმანია
8. ნორვეგია
9. ახალი ზელანდია
10. ავსტრია