"ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლაში რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრები და შემდგომში შემაჯამებელი აქციის გამართვა იგულისხმება.
უდუმაშვილმა თქვა, რომ შემაჯამებელი საპროტესტო აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება.
"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.
დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს", - თქვა უდუმაშვილმა.