“მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ”

2021-03-19 23:41:53

ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას“ ვაქცინით ასაცრელად მზადაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თუმცა, მინისტრის განმარტებით, ამ დრო იგეგმებოდა რომ ის ჩინური ვაქცინით აცრილიყო.

მე ადრე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ. ჩვენ გვქონდა სტრატეგია რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. მე უნდა ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, რომელზეც არაერთი მითია. თუმცა დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია. ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა დღეს არ იყოს საკმარისი იმისათვის რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის დარწმუნების მიზნით დაგეგმილი კამპანია შესაძლოა შეიცვალოს და ამის შესახებ საზოგადოებას ორშაბათს ეცოდინება.

შეგახსენებთ, ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ 27 წლის მედდა გარდაიცვალა.