"იყო მწვავე ალერგიული რეაქცია"

2021-03-19 18:59:44

კომპანია Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ ახალგაზრდა მედიკოსს განუვითარდა.

ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მედიკოსი თავს კარგად გრძნობს.

"კომიტეტი არსებობს ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი. იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებელი არ არის. ახლა ის კარგადაა“,- განაცხადა გამყრელიძემ.