ევროპის ქვეყნებმა Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება განაახლეს

2021-03-19 11:38:20

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება განაახლა.

ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს, რომლის მიხედვითაც Astrazeneca-ს ვაქცინა უსაფრთო და ეფექტურია.

Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც გაჩნდა ეჭვები, რომ ვაქცინა თრომბოემბოლიურ გართულებას იწვევდა. თუმცა ეს არ დადასტურდა და გერმანიამ, კვიპროსმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა განაცხადა, რომ ისინი მოსახლების ვაქცინაციას კვლავ Astrazeneca-თი განაახლებენ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები