შეთანხმება ვერ შედგა

2021-03-19 00:56:10

"ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების 9 საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტში.

პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, საჭიროა პოლიტიკური კრიზისის დასრულება, რათა პოლიტიკურმა ლიდერებმა ფოკუსირება მოახდინონ კორონავირუსის პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, ისინი შეთანხმების ვერ მიღწევაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ.